ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
პირველ მარტს მსოფლიოში სულ ცოტა 17 ნაციონალურ დღესასწაულს ზეიმობენ.
რატომღაც ყველას გაზაფხულის პირველ დღეს მოუნდა ზეიმების აღნიშვნა.
მათ შორის, არც თუ ტიპიურების. დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის
დღეებს თუ გამოვრიცხავთ ყველა სხვა დღე ატიპიურიია. პირველ მარტს
ისლანდიაში ლუდის დღეს აღნიშნავენ, რუმინეთსა და მოლდოვაში
„მერციშოის“ დღესასწაულს, რომელიც გაზაფხულთან შეხვედრას გულისხმობს,
ბულგარეთში „მარტინიცას დღეს“ (ავგაროზის შებმის დღე, რომელმაც უნდა
დაიცვას მფლობელი ყველა სიავისგან).
1 მარტი არის კატის, ფერადკანიანი ქალების, იქამდე ბიკინის დღეც,
რომელსაც იაპონიაში აღნიშნავენ. მარტო რუსეთში გახდა პირველი მარტი
სრულიად პროზაული - ექსპერტ- კრიმინალისტების დღე.
გაზაფხულის პირველი დღე კეთილშობილი მოვლენით შევიდა ისტორიაში:
ინგლისის მეფე ედუარდ მესამემ 16 ფუნტად გამოისყიდა ფრანგების
ტყვეობიდან ჯეფრი ჩოსერი. რომელიც იქცა მის კამერდინერად,
იარაღისმტვირთველად და საბოლოოდ ინგლისის ერთ -ერთ ყველაზე გამოჩენილ
პოეტად.
ინგლისისგან განსხვავებით ფრანგებისთვის ეს დღე ვისთვის პოზიტიურ და
ვისთვის ნეგატიურ ფაქტად იქცა. 1382 წლის 1 მარტს პარიზში
გადასახადების ამკრეფების მასიურ ცემა-ტყეპას ქონდა ადგილი.
1562 წელს საქმე უფრო გართულდა ჰერცოგმა გიზმა ჰუგენოტებს დაუწყო ცუდი
თვალით ყურება, რის შემდეგაც დაიწყო საფრანგეთში რელიგიური ომები.
პირველ მარტს მოხდა პირველი შეტაკება ჰუგენოტებსა და კათოლიკებს
შორის.
მანამდე 1555 წლის პირველ მარტს ნოსტრადამუსმა მისი
წინასწარმეტყველებები გამოაქვეყნა, სანამ კუდიანი ნოსტრადამუსი
მომავალს აკვირდებოდა, ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში ჯადოქრობისა და
კუდიანობის ბრალდებით რამდენიმე ქალი დააკავეს, საბოლოოდ კი 150
ადამიანი გაასამართლეს იგივე ბრალდებით, მათ შორის 19 სიკვდილით
დასაჯეს. ამერიკაში კუდიანებზე ოდითგანვე „ნადირობდნენ“.
სამაგიეროდ, პენსილვანიაში აზროვნებდნენ საღად. ამ შტატში ჯერ კიდევ
1780 წლის 1 მარტს მონობა აიკრძალა.
ალბათ ამ ფაქტმა მოხიბლა ოჰაიაო და ნებრასკა. ისინი ამერიკის შტატები
გახდნენ 1803-1867 წლებში.
ბევრი ევროპელისგან განსხვავებით აშშ-ში საღად აზროვნებდნენ 1943
წელსაც. აღნიშნული წლის 1 მარტს ნიუ-იორკში დაიწყო მასობრივი
დემონსტრაციები ევროპელი ებრაელების მხარდასაჭერად.
ალბათ, ამ ამბების გამოძახილი იყო ის ფაქტიც, რომ 1953 წლის პირველ
მარტს მუშაობა დაიწყო რადიო "თავისუფლებამ".
სამაგიეროდ, არანაირი საღი აზრის ფარგლებში არ ჯდებოდა ის, რაც 1978
წლის 1 მარტს შვეიცარიაში მოხდა. ვიღაც ფანატიკოსმა სასაფლაოდან ჩარლი
ჩაპლინის სხეულის ნაწილები მოიტაცა.
საღი და მაგარი აზროვნების კლასი უჩვენეს 2011 წლის პირველ მარტს. ამ
დღეს სტივ ჯობსმა წარმოადგინა ახალი i
Pad-ი.
მასალის გამოყენების პირობები