ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
28 თებერვალი ფინელებისთვის გამორჩეული დღეა. ისინი კალევალას დღეს
აღნიშნავენ. კალევალა კარელიურ-ფინური პოეტური ეპოსია, სადაც 50 რუნია
(სიმღერა) შესული. იგი მნიშვნელოვან ისტორიულ ტექსტად ითლება. 28
თებერვალს დღის სინათლე იხილა აღნიშნულმა ეპოსმა 1835 წელს. ეს ამბავი
იმდენად გაუხარდათ ფინელებს, რომ მთელი ერთი დღე დაუთმეს კალევალას
თებერვლის ისედაც დეფიციტური დღეებიდან.
დეფიციტური დღე მიუძღვნა ანდალუზიამაც საკუთარი - ანდალუზიის დღის
აღნიშნვნას და 28 თებერვალი თავის ეროვნულ დღესასწაულად აქცია.
28 თებერვალს დაარსებებით შეუძლია იამაყოს, განსაკუთრებით რელიგიურ
ნაწილში.
1066 წლის 28 თებერვალს ვესტმინსტერის სააბატო დაარსდა. ბრიტანელი
მეფეებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი, აქ ეკურთხებიან მეფეებად და აქვე
განისვენებენ სამუდამოდ ბრიტანელი მონარქები.
28 თებერვალი მნიშვნელოვან დღედ აქციეს პროტესტანტებმა და 1784 წელს
ჯონ უესლი აფუძნებს მეთოდისტურ ეკლესიას.
კათოლიკებისთვის 28 თებერვალი სხვა მოვლენით შევიდა ისტორიაში. პაპმა
ბენედიქტ XVI -მ 2013 წელს კათოლიკე ეკლესიის პირველ პირობაზე უარი
განაცხადა და გადადგა.
გადადგომა არ აკმარა ბოროტმა კონკისტადორმა კორტესმა აცტეკების მეფეს
და 1525 წლის 28 თებერვლს მეფე კუოხტემოკი სიკვდილით დასაჯა.
28 თებერვალს ამერიკის კონტინენტზე სხვა მოვლენებიც მოხდა.
1854 წელს დაფუძნდა აშშ-ს რესპუბლიკური პარტია.
1935 წელს უოლეს კაროზერსიმ მოახდინა ნეილონის სინთეზირება.
1956 წელს პირველად აპატენტებენ ქსელურ კაბელს კომპიუტერისთვის.
1838 წელს დაჯგუფება
Patriotes-ის წარმომადგენელი რობერტ ნელსონი
აცხადებს ქვემოკანადის დამოუკიდებლობას (დღევანდელი კვებეკი).
28 თებერვალს ფრანგებმაც და ინგლისელებმაც განახორციელეს
დასამახსოვრებელი ფაქტები.
1874 წელს დასრულდა ინგლისის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე გრძელი
საქმე.
ფრანგებმა კი, სადაც მონარქი ნახეს არსად არ გაახარეს 1897 წელს ფრანგ
მებრძოლთა დაჯგუფებამ. მადაგასკარის დედოფალი რენეველინა III -
უკანასკნელი მონარქი ჩამოაგდო.
მასალის გამოყენების პირობები