20 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების
ფესტივალი იწყება.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებელი მრავალფეროვან
პროგრამას იხილავს.
ფესტივალზე, საკონკურსო პროგრამის პარალელურად, ტრადიციულად ნაჩვენები
იქნება ახალი და ძველი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.
წლევანდელი გამოშვების - "ქვეყანა-ფოკუსის" ფარგლებში უჩვენებენ
ჩეხური ახალი ტალღის და ბელგიელი კინემატოგრაფისტის, შანტალ აკერმანის
კინოს.
2023 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, კინოთეატრ
„საქართველოში“ 19: 00 საათზე გაიმართება.
დასწრება უფასოა.
ფესტივალის მხარდამჭერებია
TBC Concept და
ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები