საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, 1 ივლისს, ქუთაისში, მუსიკალურ
საღამოს გეგმავს.
ქალაქის ცენტრალურ ბულავრში, საზოგადოების წინაშე, ის მომღერლები
წარსდგებიან, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
მათ შორისაა, „ქუჩის ბიჭების“ ბენდი, რომლის ერთ-ერთი წევრიც
ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილეა. ასევე,
თამუნა ამონაშვილი და თიკა ჯამბურია.
ჩატარდება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც,
ამასთან, საპნის ბუშტების შოუ, გვირგვინების შექმნის მასტერკლასი და
სხვა აქტივობები.
მუსიკალური საღამო 19:00-ზე დაიწყება და 22:00 საათამდე
გაგრძელდება.
ღონისძიების პროგრამა:
19:00 – 20:00 ფონური მუსიკა;
19:00 – 20:00 ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი;
19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის
გამოფენა-გაყიდვა;
20:00 – 21:30 სახის მოხატვა, გვირგვინების შექმნის მასტერკლასი;
20:00 – 21:30 ბენდი „ქუჩის ბიჭები“, თამუნა ამონაშვილი, თიკა
ჯამბურია.
მასალის გამოყენების პირობები