„ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დღეს
გალაკონცერტით დასრულდება.
ცენტრალურ მოედანზე სცენას უკვე ამზადებენ, სადაც თბილისის მერიის
საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ იმღერებს.
ქუთაისელი აუდიტორიის წინაშე, 20:30 საათზე, მაია ბარათაშვილი, მარიკო
ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, თემო საჯაია, ზაურ
ბოლქვაძე წარსდგებიან.
კონცერტის დასასრულს სცენა ელექტრონული მუსიკის შემსრულებელ ბესიკ
გრძელიშვილს დაეთმობა.
გალაკონცერტამდე კი, 18:30 საათზე, მესხიშვილის თეატრში, თბილისის
სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ,,სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“
(ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და დირიჟორობით) გაიმართება.
საკონცერტო პროგრამაში ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, დავით
ნოზაძე, ნატო კახიძე, გედევან ჯინჭარაძე მონაწილეობენ. კონცერტზე
სხვადასხვა თაობის ქართველი კომპოზიტორების არჩილ კერესელიძის, რევაზ
ლაღიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, სულხან
ცინცაძის, ვახტანგ კახიძის კინო მუსიკა შესრულდება. აღნიშნულ
კონცერტზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი.
„ქუთაისქალაქობასთან“ დაკავშირებული
აქტივობები ოთხი დღის მანძილზე გაიმართება.
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას
ხმარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები