ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში
გაიმართება.
აქტივობები 14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე ფეიერვერკით
დასრულდება.
15:00-16:10 სთ. - ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური
შემსრულებლები
14:00 – 19:30 სთ. - საახალწლო ბაზრობა (ადგილობრივი
მეწარმეები, გლინტვეინი)
15:00- 18:00 სთ. - მოსიარულე ორკესტრი
15:00-18:00 სთ. - საბავშვო გასართობი სადგურები (სახეზე
მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები) 18:45 -20:00სთ. -
ნოდარიკო ხუციშვილის მუსიკალური ბენდი
როგორც ქალაქის მერია ირწმუნება ღონისძიებები კოპვიდრეგუალციების
დაცვით გაიმართება.
საახალწლო ღონისძიებების გამო ცენტრალურ მოედანზე ავტოსატრანსპორტო
მოძრაობა შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტი და პარკინგი იქნება შემდეგი გრაფიკით: 29 დეკემბრის
10:00 საათიდან 30 დეკემბრის 23:00 საათამდე და 31 დეკემბრის 04:00
საათიდან 1 იანვრის 09:00 საათამდე.
30 და 31 დეკემბერს, დღის მანძილზე , ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარსა და
დავით აღმაშენებლის მოედანზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები.
ქუთაისის მერიამ საახალწლო კონცერტის გამართვა 20 დეკემბრიდან, ნაძვის
ხის საზეიმო ანთებიდან დაიწყო. ქუთაისში გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც
ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ.
ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე,
მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა
ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან
DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.
ფოტო; თეკო ჭეიშვილი
მასალის გამოყენების პირობები