ახალი ამბები
რომელი იქნება 2022 წლის მთავარი ფერები?!
FaceBook
2022 წლის ფერთა პალიტრა მდიდარ და ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ ფერებს აერთიანებს.


უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ფერები გაერთიანებული წყლის სტიქიის ფერებთან უჩვეულო არჩევანს გვთავაზობს.

2022 წლისთვის აქცენტი კეთდება ქვიშისფერზე, კრემისფერსა და ოქროსფერზე, ასევე, მომწვანო ელფერზე - პრაქტიკულად ყველანაირ მწვანეზე.




ქვიშისა და უდაბნოსფერის პარალელურად მწვანესთან ერთად აქტუალურია კაშკაშა ლურჯი. ეს ცივი ფერები Შეიძლება არ იქცეს ძირითად ფერად, მაგრამ აქტუალობას არ დაკარგავს აქსესუარებში.



დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ ტერაკოტის ფერს.

ისიც იქნება 2022 წლის მთავარ ფერთა შორის.

ტერაკოტა - წითელისა და ყავისფერის კომბინაციაა, თუმცა ნარინჯისფერი, აგური, ატამი, სტაფილო და მრავალი სხვა ფერი შეიძლება მიეკუთვნოს ტერაკოტას.


თუმცა, დიზაინერები უკვე არსებული ფერებით არ კმაყოფილდებიან და ახალ ფერებსაც ქმნიან.



2022 წლისთვის საგანგებოდ ახალი ფერი შეიქმნა. Very Peri — ასე ჰქვია ახალ ფერს, რომელიც Pantone-მ 2022 წლის მთავარ ფერად დაასახელა. კომპანიამ ახალი ფერი შექმის მიზეზად პანდემია დაასახელა. კომპანიაში მიიჩნევენ,  რომ ახალმა ფერმა ოპტიმისტური განწყობები უნდა შექმნას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.