საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა,
რომ ბათუმში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში
მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
,,ქუთაისიპოსტი'' რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის'' მომხმარებელი წერს, რომ
მიხეილ სააკაშილი ტროას ცხენით შემოვიდა საქართველოში.
აკაკი საღინაძი კი მეორე ვერსიას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო შემოსვლის მესამე ვარიანტსაც
ავრცელებენ.
,,ფეისბუქ'' მომხმარებელი გიორგი ჩოხელი მიზეზს ასახელებს თუ რატომ
ვერ გაიგო სუს-მა მიხელ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის
შესახებ.
სოციაულ ქსელში უკვე იმის შესახებაც წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი
ბათუმის შემდეგ ხაშურში ჩავიდა.
დახურულ ჯგგუფებში კი კვების ობიექტებს ეძებენ, ქართულ სამზარეულოს
მონატრებული მეგობრისთვის.
ლიტერატურული მიმების გვერდი ტიმურ ვერმესის წიგნის ყდას
აქვეყნებს.
საბოლოოდ კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის სამძებრო
სამუშაოებში ჩაერთო.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა დღეს
გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის იმყოფება ბათუმში.
მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3
ოქტომბერს კი მისი თქმით, 100 000 ადამიანი თავისუფლების მოედანზე
უნდა შეიკრიბოს.
მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ 8 წლის
შემდეგ საქართველოში იმყოფება. ორი დღის წინ კი ყოფილმა პრეზიდენტმა
კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო მგზავრობის
თარიღი 2 ოქტომბერი.
მასალის გამოყენების პირობები