ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეოთხე დღე
მიმდინარეობს.
ფესტივალის ფარგლებში 11 მაისს წარმოდგენილი იქნება საკონსკურსო
პროგრამა და თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
11:00 საათი - მთავარი კონკურსი:
მენიუ ხვალისთვის - რეჟ. კაზუჰირო კიუჩი
იაპონია, 2020. 20წთ. ფერადი
მშვიდად იყავი - რეჟ. იაია სიმანკოვა
შეერთებული შტატები, 2019. 14 წთ. ფერადი
ცუდი ქალიშვილი - რეჟ. სვეტლანა სიგალაევა
რუსეთი, 2020. 25 წთ. ფერადი
პერსონა - რეჟ. რემი რონდო
საფრანგეთი, 2020. 18წთ. ფერადი
თევზაობა - რეჟ. თორნიკე ბზიავა
საქართველო, 2018. 17წთ. ფერადი
15:00 საათი თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
ადამიანი და დრო - გაუცხოების ფაქტორი
მამა (25წთ) - რეჟ. დათა ფირცხალავა
ანა, იძინებს მზე (29წთ) - მარგო ზუბაშვილი
აპრილის სუსხი (15წთ) - რეჟ. თორნიკე ბზიავა
დაცვის პოლიციელი (25წთ) - რეჟ. გიგა ხაინდრავა
1 საათი და 34 წუთი / 1 ჰოურ 34 მინ
საღამოს დაასრულებს მიხეილ კობახიძის ფილმები -
"ქორწილი","ქოლგა","მუსიკოსები“, რომლებიც 17 საათზე გაიმართება.
ფესტივალი გამარჯვებულებს 12 მაისს დაასახელებს.
საერთაშორისო კონკურსის ჟიური ფესტივალის პრიზს, "ოქროს დინოზავრს",
გადასცემს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი და
საუკეთესო რეჟისორი.
1-5 წუთიანი ფილმების კონკურსში, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი
და მოყვარული ავტორები, საუკეთესო ფილმისთვის გაიცემა 1 პრიზი
სახელწოდებით "დინოზავრის ნაკვალევი".
სეანსებზე გაიმართება "კინო საქართველოს" კინოდარბაზებში
მასალის გამოყენების პირობები