ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და
ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და
მოგონებას უკავშირდება.
28
მარტს პოლიტიკური და პროფესიული ზეიმების
დღეა.
ეს დღე ისეთი სახელების დღეცაა არავის რომ არ
ქვია. 28 მარტი გახლავთ: გუნტრამის, ისიხის, კონონის, მალხის,
პრისკისა და ტუოტილონის სახელის დღეები.
აღარც კალიგულა ქვია დღეს არავის ჩვენთვის
საბედნიეროდ. სამაგიეროდ, რომაელებისთვის საუბედუროდ 37 წლის 28 მარტს
კალიგულა რომის იმპერატორი გახდა.
რომის იმპერატორის გვირგვინი უცნაური
ადამიანების თავებზე აღმოჩნდებდა ხოლმე. მაგალითად, 193 წელს
გვარდიელებმა იმპერატორის გვირგვინი აუქციონზე გაყიდეს და სენატორ
დიდიაა იულიანს მიყიდეს. თუმცა, მან ამ ნავაჭრით მხოლოდ 66 დღე
გაიხარა. 66-ე დღეს სიკვდილით დასაჯეს უბედური.
მოკლედ, ამ გვირგვინს და იმპერიას იმდენი
ეჭიდავეს, სანამ 364 წელს რომის იმპერია ორად არ გაიყო - დასავლეთად
და აღმოსავლეთად.
რომის იმპერიის გაყოფიდან რამდენიმე ასწლეულის
შემდეგ, დიდი მოგზაურობებისა და აღმოჩენების ხანა დადგა. ფერნან
მაგელანმა თავის მოგზაურობისას რა აღარ აღმოაჩინა, მათ შორის
ფილიპინები, თანაც სწორედ 28 მარტს.
1626 წლის 28 მარტს დასრულდა ექსპედიცია
ინდოეთში. მოგზაურმა პიეტრო დელა ვალესმა ბოლოსდაბოლოს გაარკვია
რომელი იყო ინდოეთი და რომელი ამერიკის კონტინენტი. თქვენ
წარმოიდგინეთ თვით ინდიელებსა და ინდოელებს შორისაც დიდი სხვაობა
იპოვა.
1776 წლის 28 მარტს რუსი თავადების მონდომებით
დაარსდა დიდი თეატრი.
1801 წლის 28 მარტს ნეაპოლის სამეფომ საფრანგეთს
კუნძული ელბა გადასცა.
1930 წლის 28 მარტს თურქეთის ქალაქებმა
კონსტანტინეპოლმა და ანგორამ მიიღეს ახალი სახელები სტამბული და
ანკარა.
1964 წელს მადამ ტუსოს ცვილის ქანდაკებების
მუზეუმმა გამოაცხადა, რომ ბითლზის წევრების ქანდაკებებს დადგამდნენ
მუზეუმში. ისინი პირველი როკ -მუსიკოსები იქნებოდნენ, რომელთა
ქანდაკებებსაც ჩამოასხამდნენ ცვილიდან.
1993 წლის 28 მარტს M81 -ის გალაქტიაკში უახლესი
ორმაგი ვარსკვლავი SN 1993J -ი აღმოაჩინეს. M81 -ი სპირალისებრი
ფორმის გალაქტიკაა.
რას აღარ აკეთებენ ამ კოსმოსში, მაგრამ
სახელების დარქმევის საკითხში მაინც იჭედებიან. კი შეიძლებოდა ცოტა
უკეთესის მოფიქრება კოსმოსის მანათობელი ობიექტებისთვის. აბა, რომელ
ვარსკვლავს ესიამოვნება SN 1993J-ს რომ დაუძახებენ, დამძახებელს -
მითუმეტეს.
მასალის გამოყენების პირობები