40 წელს ზემოთ ქალები ხმაურიანად ბრუნდებიან სერიალებში.
თუმცა, უკანასკნელ წლებში საშუალო ასაკის ქალები, რომელთაც დამამცირებელი ტერმინით მოიხსენიებენ „ქალები სიმწიფის ასაკში“, გამოვიდნენ ჩრდილიდან, -აღნიშნულია სტატიაში.
ქალთა ეს ასაკობრივი ჯგუფი ინტერესს აღძრავს შოუების პროდიუსერებში
იმიტომ, რომ ეს ასაკი წარმოადგენს დიდი ცვლილებების ხანას როგორც
ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
ფიზიკურად სხეული იწყებს შეცვლას. ცხოვრების ამ ეტაპზე 40-ს ზემოთ ქალები ცდილობენ ხელახლა იპოვონ საკუთარი თავი. ამას ხშირად მიყავთ სექსის მიმართ სხვა დამოკიდებულებასთანაც.
40-50 წლის ქალი პერსონაჟები აღარ წარმოადგენენ იშვიათობას. მთავარ პერსონაჟებადაც გვევლინებიან სერიალებში.
61 წლის მწერალი კენდეს ბუშნელი (ავტორი სერიალისა „სექსი დიდ ქალაქში“) მის ახალ წიგნში „არის კი სექსი ქალაქში“ ყვება ქალის ისტორიას, რომელიც ქმარს სცილდება 50 წლის ასაკში და იწყებს ახალ ცხოვრებას.
ბუშნელის ახალი წიგნის პერსონაჟი ხვდება რომ მისი ასაკის კაცები ახალგაზრდა გოგონებს არჩევენ. თავადაც აღმოაჩენს ტინდერიზე ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც სწორედ ასაკიანი ქალები მოსწონთ.
,როდესაც ამ ასაკში ვინმეს ვხვდებით ამას უკვე იმისთვის კი არ ვაკეთებთ რომ ცხოვრება მოვიწყოთ. შვილები, ყოფილები, სამსახური - ეს უკვე გვაქვს. ამიტომ თუკი ჩვენ ვეძებთ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ რომ გავილამაზოტ ცხოვრება“, - ამბობს ბუშნელი.
მასალის გამოყენების პირობები