"დღის განმავლობაში ნებისმიერი დავალების შესრულებას აქვს თავისი განსაზღვრული დრო, ამას არა დღიური კალენდარი, არამედ ჩვენი ორგანიზმი განსაზღვრავს“, - წერს Die Welt.
კვლევების თანახმად, აღმოჩნდა რომ სხვადასხვა დავალებების შესრულებისას ბევრად ეფექტურები ვართ დღის განსაზღვრულ დროში.
მაგალითად, საიმისოდ რომ ისწავლო რაიმე ახალი და დაიმახსოვრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია საუკეთესო დროდ დილა ითვლება. გაღვიძებიდან მალევე ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა იზრდება მასთან ერთად მეტია კონცენმტრაციის უნარი, ყურადღებაც და კოგნიტური უნარებიც, აღნიშნავს სტივ ქეი მოლეკულური ბილოგიის პროფესორი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან.
შუადღეს უკვე ჩვენი ყურადღების გადატანა ადვილი ხდება გასნაკუთრებით 12- დან 16 საათამდე. სამაგიეროდ, მაშინ როდესაც ცოტათი ვიღლებით უფრო კრეატიულები ვართ.
" 2011 წელს ჩატარდა კვლევა, რომელშიც 438 მონაწილეს უნდა ამოეხსნა ამოცანები რომელთა ამოსახსნელად ან ანალიტიკურად უნდა ეაზროვნა ან კრეატიულად. „კრეატიულობაზე“ ამოცანების ამოხსნა უადვილდებოდათ მაშინ როდესაც მცირედით დაღლილები იყვნენ, ხოლო ანალიტიკურის ამოხნაში დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა“.
"დაღლილობა ტვინს ეხმარება თავისუფლად იხეტიალოს და იპოვოს ამოცანის
ამოხსნის ალტერნატიურლი საშუალებები“, - ამბობს მარაიკე ვიტი კვლევის
ხელმძღვანელი.
დღის მეორე ნახევარში ძლიერდება ჩვენი სხეული ამიტომ სპორტული აქტივობა სასურველია დღის ამ მონაკვეთში.
"ის ვინც გეგმავს დღეს ბიორიტმის გათვალისწინების გარეშე, რისკის ქვეშ დგება, რომ მოიმატოს წონაში, განუვითარდეს დეპრესია, დიაბეტი...ასევე ნურავინ ელოდება ადრე დილით კრეატიული იდეების დაბადებას.
18 საათის შემდეგ ჩვენი შრომისუნარიანობა იკლებს თუმცა 20 საათისთვის საუკეთესო ფორმაშია ჩვენი დამცავი სისტემა. ამიტომ საზოგადოებაში დროის გატარება გვიან საღამოსაა სასურველი, წერს Die Welt.
მასალის გამოყენების პირობები