შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.
სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო
რეჟისორებით, საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი
შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და
მათ, შაბათ-კვირის საღამოები, სასიამოვნო აღმოჩენების ხანად
აქციოს.
ვისაც ილუზიონის ეპოქა ახსოვს, ის ფილმებიც ემახსოვრება, რასაც მაშინ
ეს გადაცემა სთავაზობდა საბჭოთა პუბლიკას, გემოვნება არ ღალატობდა
გადაცემის ავტორს ოთარ სეფიაშვილს, ილუზიონს მართლაც მოჰქონდა სინათლე
საბჭოთა სიბნელეში, ყოველ შემთხვევაში სინათლის ილუზია მაინც.
ილუზიონის ეპოქის ფილმია კლოდ ლელუშის ქალი და მამაკაცი, მისი, ალბათ,
ყველაზე კარგი ფილმი არც თუ პატარა კინომემკვიდრეობიდან. ფილმი 40 და
შესაძლებელია 30 წელს გადაცილებულებსაც კარგად დავიწყებულ სიახლედ
შეიძლება მოევლინოს.
ელვირა მადიგნი შვედი ბუ ვიდერბერგის ცნობილი ფილმი - სხვადასხვა
გამოკითხვების შედევრადაც აღიარებული ფილმი, ასევე, "ილუზიონის"
ეპოქიდან . მაყურებლისთვის ესეც აღმოჩენად შეიძლება იქცეს.
ეტორე სკოლას ფილმს "როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი" შეუძლია დიდი
ნოსტალგია აღმძრას უფროს თაობაში. იტალიელი რეჟისორის ეს ფილმი,
სიყვარულსა და მეგობრობაზე, არც უმცროს თაობას დატოვებს გუგლრილს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები