ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ,
ქუთაისში ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, წარსულში ნასამართლევი: 1980 წელს დაბადებული ტ. გ. და 1986
წელს დაბადებული ი. ლ. დააკავა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციამ, ტ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ი.კ.-ს
პირადი ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი
პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და
მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები