შემწვარი კარტოფილი თითქმის ყველას უყვარს, მაგრამ ცოტამ იცის
რეცეფტი, რომლითაც
ის განსაკუთრებით გემრიელი გამოდის.
შემწვარ კარტოფილს უჩვეულო არომატს ის სამი
პროდუქტი სძენს, რომელიც ნებისიერი
ოჯახში მოიპოვება.
ინგრედიენტები:
კარტოფილი 1 კგ.
ზეთი 50 მგ.
კარაქი 50 გ.
ნიორი 3-4 კბილი
ოხრახუში 3-4 ღერი
სვანური მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
შესაწვავად უმჯობესია წითელი, ან ყვითელი
კარტოფილი აირჩიოთ, (რადგან თეთრ კანიანი იშლება),
დაჭერით თხლად მალე რომ
დაიბრაწოს და დაყარეთ გახურებულ, ზედმოსხმულ ტაფაზე.
(ხშირად ნუ მოურევთ, რომ არ ჩაიშალოს)
10-15 წუთის შემდეგ
მოაყარეთ ცოტა
მარილი,
პილპილი და გააგრძელეთ დაბრაწვა.
ვიდრე კარტოფილი მთლიანად
შეიწვება, გაფცქვენით ნიორი, გახეხეთ სახეხის
წვრილ მხარეს და სვანურ მარილთან ერთად
შეაზავეთ გამდნარ კარაქში. ასევე წვრილად დაჭერით ოხრახუში.
როცა კარტოფილი შეიწვება დაასხით მომზადებული სოუსი, დააყარეთ დაჭრილი მწვანილი. ფრთხილად აურიეთ
და ცოტა ხნით დატოვეთ თავდახურულ მდგომარეობაში, იმისთვის, რომ ორთქლში არომატი მთლიანად განაწილდეს.
მიირთვით გემრიელად.
მასალის გამოყენების პირობები