ქათმის ჩახოხბილის მოსამზადებლად გთავაზობთ იმერელი დიასახლისის მიერ
მოწოდებულ უგემრიელესს რეცეფტს.
ინგრედიენტები:
1 კგ ქათამი
1კგ პომიდორი
150 გრ კარაქი
ხახვი 4 – 5 თავი
დაფნა – 2 ფოთოლი
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
ქათამი დაჭერით, ჩააწყვეთ ქვაბში და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც
წყალი ჩაშრება, ჩაამატეთ კარაქი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი
და გააგრძელეთ შუშვა 15-20 წუთის განმავლობაში. დაამატეთ
დაფნის ფოთოლი, თან დროდადრო ურიეთ. შემდეგ ქათამს დაასხით
კანგაცლილი პომიდორი და ადუღეთ, ვიდრე ქათმის ხორცი მოიხარშება.
დაუმატეთ მარილტან ერთად დანაყილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი
და მიირთვით გემრიელად.
მასალის გამოყენების პირობები