გულმოსული იმერელი, ზოგჯერ გაბრაზებასაც კუთხური გამოთქმებით
გამოხატავს.
გთავაზობთ ფრაზებს, რომლითაც ნაწყენი იმერელი ილანძღება, ან უარეს
შემთხვევაში იწყევლება:
ჯანდაბა – სიტყვა, როდესაც ბრაზის დროს გამოიყენებენ.
დოზანა – ჯანდაბას მეგობარი სიტყვა, როდესაც ერთდროულად
აღნიშნავენ აღშფოთებას, გაბრაზებას.
გადაშენდი – გაქრი, გამეცალე.
გადაგიშენდა დამსმელი და დამბადებელი – ლანძღვა ადამიანის
მშობელის მისამართით.
მეისპო შენი სახსენებელი – იგივე, რაც
გადაშენდი.
გამოვუქნი წარბებს – ჭკუას ვასწავლი.
გამეიარე შენ არ გეიარე – სწრაფად იარე, გამოადგი ფეხი.
ისე დაგჟვერამ გვერდებს ვერ აწევ – როდესაც ცემით იმუქრებიან.
თუ ავენთე და დაგენთე გაცილდები ცხრა მთას – გაბრაზებული იმერელის
მუქარა.
თუ წაგისილაქე თავი წაგძვება - თავში წამოარტყმით
დამუქრება.
სანამ ლამაზი ხარ, გაძუძგე აქედან – ცემით დამუქრება.
კისერი გიტეხია და კინჭხი მიგიყოლებია – თუ არ დამიჯერებ, კარგი
არაფერი მოგივა.
ცეცხლი ჭამე, მდუღარე მიაყოლე – წყევლის ერთგვარი ფორმა.
შენ წაგექცა ჭიშკარი და შენს კიბეზე ამოსულა ბალახი –
როდესაც ოჯახს ცუდს უსურვებენ.
გაწყდით და ამეითაქეთ ერთ დღეს სუყველა – როდესაც ოჯახს ცუდს
უსურვებენ.
მამიჩემის მამას მიეწიე – წყევლის ფორმა.
სიკვდილში ჩაგიდგამ ფეხებს – სიკვდილით დამუქრება.
მასალის გამოყენების პირობები