ამ რეცეფტით ჭეშმარიტად გემრიელ და კალორიულ კერძს მიიღებთ, რომელსაც
მთელი ოჯახი გემრიელად მიირთმევს.
იმერული ხარჩო ქათმით მზადდება, რომლისთვისაც დაახლოებით ნახევარი
საათი დაგჭირდებათ.
გთავაზობთ იმერელი დიასახლისის რეცეფტს, რომელიც იმერულ ხარჩოს -
დასავლურ სასწაულს უწოდებს.
ინგრედიენტები:
ქათამი – 1 კგ
ხახვი – 3 თავი
ნიორი – 4 კბილი
მჭადის ფქილი – 1 სუფრის კოვზი
ნიგოზი – 350 გრ
ძმარი – 1 სუფრის კოზი
საცივის სურნელება – 1 სუფრის კოვზი
(ზაფრანა, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი)
წითელი წიწაკა – გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი :
ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში. დავამატოთ ერთად
დაბლენდერებული ხახვი და ნიორი. ქვაბი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და
ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში.
ბლენდერში მოვათავსოთ ერთი ნიგოზი, მჭადის ფქვილი დავამატოთ
სურნელება, ძმარი, ორი ჭიქა წყალი და
დავაბლენდეროთ.
მიღებული მასა ჩავასხათ ქვაბში, ავურიოთ და დავამატოთ
მარილი. კერძი ვადუღოთ მომდევნო 15 წუთი. (ხარჩოს შეგიძლიათ
დააამატოთ, ერთი კოვზი ტომატპასტა, ხოლო მეტი სიმჟავისთვის
კვაწარახი, ან მწვანე ტყემლის რამდენიმე მარცვალი)
მზა კერძს სუფრასთან მიტანამდე დავამატოთ დაჭრილი ნედლი ქინძი.
მიირთვით გემრიელად.
მასალის გამოყენების პირობები