2019 წელი, ისევე როგორც წინა წლები, საკმაოდ მრავალფეროვანია მოდის კუთხით.
ტრენდულია, დიდი ზომის ტანისამოსი. თუმცა, წინა წლისგან
განსხვავებით ასეთ სამოსში აბსოლუტურად არ უნდა იკარგებოდეს
ქალის სილუეტი.
2019 წელს მოდაში იქნება მწვანე, კენკრისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროფერი, წითელი და თეთრი.
დასახელებულ აქტუალურ ფერებს სხვადახვა დატვირთვა აქვს, ამიტომ ვიდრე მოდური ფერების მიხედვით სამოსს მოვირგებთ, დიზაინერები გარკვეულ რჩევებს გვთავაზობენ:
თუ გსურთ ყვითელ ღორს ჯანმრთელობა
შესთხოვოთ, ნარინჯისფერი ჩაიცვით.
თუ ფინანსური კეთილდღეობა გსურთ, ყვითელი ან ოქროსფერი ფერის
ტანსაცმელი ჩაიცვით. თუ მშვიდობა და ჰარმონია გსურთ - ყავისფერი
ჩაიცვით.
რაც შეეხება, ღორის წელში დაბადებულ ადამიანებს, სასურველია, თუ წვეულებაზე შავი ფერის ტანსაცმელში გამოჩნდებით, ან შავის და ვერცხლისფერის კომბინაციაზე შეაჩერებთ არჩევანს.
2019 აქტუალური იქნება გოჭის გამოსახულებიანი აქსესუარები,
სათამაშოები, საღამურები და ოთახის ჩუსტები.
რაც შეეხება ვარცხნილობასა და მაკიაჟს, აქცენტის გაკეთებას თვალებსა
და ტუჩებზე გვირჩევენ. მოდაში იქნება რთული ვარცხნილობები.
როგორც შეკრული, ისე გაშლილი თმა.
მასალის გამოყენების პირობები