გართობა
როგორ შევხვდეთ ღორის წელს
FaceBook
ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთი წელი გექნებაო.  ამიტომ ამ დღეს ყველა ცდილობს განსაკუთრებულად შეხვდეს.
2019 წელი ყვითელი ღორის (ტახის) წელია.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ღორი სასიკეთო მოვლენებს გვპირდება. ეს მისი მშვიდი და უშფოთველი ბუნებიდან გამომდინარე მოხდება. მოსალოდნელია ბევრი სასიკეთო ცვლილება. ხალხი ნანატრ სიმშვიდეს მოიპოვებს.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ყვითელი ღორი ოჯახური, კეთილი, ფინანსური კეთილდღეობის და ნაყოფიერების სიმბოლოა. შესაბამისად, ახალი წლის შეხვედრა ამ წელსაც უმჯობესია ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში. გარდა ამისა ღორის წელმა რომ იღბალი მოგიტანოთ, გარკვეული წესებიც უნდა დაიცვათ.

ეზოთერიკოსების აზრით,  ახალი წლის სესახვედრად, პირველ რიგში, სახლი საგულდაგულოდ უნდა დალაგდეს. უნდა მოიშოროთ ყველა უსარგებლო და გატეხილი ნივთი, რადგან ისინი დადებით ენერგიას შთანთქავენ.

ამის შემდეგ, სახლი სადღესასწაულოდ ლამაზად უნდა მორთოთ: წიწვები, ოქროსფერი ბანტები, ვერცხლისფერი ფიფქები, ფერად–ფერადი დეკორაციები. რადგან მომავალი 2019 წელი მიწის ყვითელი ღორის წელია, ახალი წლის შესახვედრ წვეულებაზე მთავარი ფერები უნდა იყოს ყვითელი, ოქროსფერი, ყავისფერი. შესაძლებელია, გამოიყენოთ წითელი ფერიც.  ინტერიერის მორთვისას, როგორც წესი აქცენტი სასტუმრო ოთახზე კეთდება, თუმცა კარგი იქნება თუ სხვა ოთახებშიც შეიტანთ პატარ-პატარა საახალწლო განწყობის მომგვრელი აქცენტებს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა თემაზე შექმნილი საახალწლო კერამიკული ნივთები.

იმისთვის, რომ  წარმატებული წელი გქონდეთ აუცილებელია სახლში  დადგათ გოჭის სტატუა, სათამაშო, ან სულაც ყულაბა. როგორც ამბობენ, ღორის წლი ფინანსურად წარმატებული იქნება მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, რომლებიც ფულის გამომუშავებას თავიანთი იდეებისა და უნარების წყალობით დაიწყებენ.

რაც შეეხება სუფრას. მენიუ შეგიძლიათ ძალიანმრავალფეროვანი გქონდეთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ყველაფერი, ხორციანი კერძები და ბოსტნეულის სალათები.

ამბობენ, რომ ღორი ტკბილეულზე გიჟდება, ამიტომ დესერტებს დიდი ყურადღება მიაქციეთ. ალკოჰოლური სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სასმელებს - ღვინო, არაყი და კონიაკი. ასევე ეგზოტიკური სასმელები და კოქტეილები. კერძების, სასმელების და მაგიდის გასაფორმებლად გამოიყენეთ მწვანილი და ხილი.

და ბოლოს, საახალწლოდ მარტო სუფრის და სახლის მორთვა როდია აქტუალური, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, თავად როგორ მოიკაზმოთ.

ამ წელს მთავარი ფერი ოქროსფერია. არ არის აუცულებელი მაინცდამაინც ყვითელი კაბის შეძენა, აქსესუარიც საკმარისი იქნება, მთავარია, ფერები შეუხამოთ სწორად და ახალ წელ ბედნიერი განწყობით დახვდეთ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.