შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.
სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო
რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი
შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და
მათ შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს
წინასაახალწლო განწყობის შექმნა კინოს პრეროგატივაა. საქართველოში
საახალწლოდ მორთული ქუჩები სევდებს მეტს აღძრავს, ვიდრე სიხარულს,
ამიტომ ისევ დიდი ილუზიონისტის კინოს იმედი უნდა გქონდეს რომ
პოლიტიკური სიტუაციით, ლარის კურსით, დეპუტატების არაადეკვატურობით და
გაზრდილი ფასებით მოგვრილი კაეშანი გაანელოს.
საახალწლო განწყობას, მოგეხსენებათ, ქმნის სრულიად არასაახალწლო
თემატიკაზე შექმნილი ფილმები განსაკუთრებით ძველი კეთილი კინო.
მაგალითად \ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია~. ბილი უაილდერის შედევრი,
სამსახიობო ოსტატობის უამღლესი პილოტაჟით. ~არავინაა სრულყოფილი~– ამ
ფრაზით მთავრდება ფილმი,თუმცა ბოლომდე ვერ დაეთანხმები, რადგან ~ჯაზში
მხოლოდ ქალიშვილებია~ შეიძლება ითქვას რომ სრულყოფილი ფილმია.
სამაგიეროდ სრულიად საახალწლო ტალღაზეა ბილი უაილდერი სხვა ფილმი
~ბინა~ შირლი მაკლეინით და ჯეკ ლემონით მთავარ როლებში. ~ბინა~
ერთ–ერთი საუკეთესო საახალწლო ფილმია კინოს ისტორიაში.
რაც უფრო დიდია ილუზია მით უფრო საახალწლოა ფილმი. ზღაპრის
პრეროგატივაა, აბა რაროდესაც შუაღ
ამეზე რომის ქუჩებში ბაღის მერხზე მძინარე პრინცესას რომ გადაეყრები.
თუმცა ~რომაულ არდადეგებში~ ამ ზღაპარს ძალიან დამაჯერებლად
ყვებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები