თევზის უგემრიელესი კერძი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება.
ამასთანავე, რეცეფტი უცნობია, შესაბამისად ის ქვენი მენიუსთვის
სიახლე იქნება.
ინგრედიენტები:
თევზი ორაგული – (შეგიძლიათ სხვა ცხიმიანი თევზი გამოიყენოთ)
უმჯობესია თევზი იყიდოთ დაჭრილი) 1 კგ
1 საშუალო ზომის სტაფილო
2 საშუალო ზომის ხახვი
3 კბილი ნიორი
10 მარცვალი შავი წიწაკა
5 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი:
გავრეცხოთ თევზი ძმარგარეულ წყალში. ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ 1,5
ლ წყალი.
ჩავყაროთ გასუფთავებული და ოთხად გაჭრილი სტაფილო, შუაზე გაჭრილი
ხახვი, ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთლები და 1 სუფრის
კოვზი მარილი.
ქვაბი დავდგათ მაღალ ცეცხლზე და წამოდუღებიდან 5 წუთში გამოვრთთ.
ქვაბიდან ამოვიღოთ თევზის მოხარშლი ნაჭრები და ჩავალაგოთ
ჭურჭელში.
ქვაბში დარჩენიი წვენი გავწუროთ წვრილ საწურში (შეგიძლიათ გამოიყენოთ
საწური ბადე). გაწურული წვენი გავსინჯოთ და შევაზავოთ მარილითა და
წიწაკით გემოვნებით.
წვენი დავასხათ თევზს ისე, რომ დაიფაროს და შევდგათ მაცივარში
დაახლოებით 2–3 სააათის განმავლობაში. კერძი მზადაა მაშინ, როდესაც
წვენი გარდაიქმნება ჟელესმაგვარ მასად.
რეცეფტი "ქუთაისიპოსტს" თავად კერძის ავტორმა, ქ – მა იამ
მოაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები