"ქუთაისიპოსტი" ვიქტორინას იწყებს. თითოეულ კითხვას თავისი სპონსორი
ეყოლება.
დასმულ კითხვაზე პირველი სწორი პასუხის ავტორი პრიზს მიიღებს.
"ქუთაისიპოსტი" ვიქტორინის
კითხვებს ვებგვერდზე
(kutaisipost.ge)
გამოქვეყნებული
მასალებიდან შეარჩევს.
ადევნეთ თვალი ჩვენს სტატიებს, ფოტო და ვიდეოსიუჟეტებს და მოიგეთ
პრიზი!
ვიქტორინის კითხვა "ქუთაისიპოსტის" ვებვერდზე
გამოქვეყნდება
ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე.
გამოქვეყნებული კითხვის ბმული გაზიარდება "ქუთაისიპოსტის"
ფეისბუქ გვერდზე
(kutaisipost). ვიქტორინაში მონაწილეებმა
პასუხები ბმულის ქვემოთ, კომენტარის სახით უნდა
დატოვონ.
ვიქტორინაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა მკითხველს ქონდეს
სოციალურ ქსელში რეალური პროფაილი, უნდა ხდებოდეს მისი
ინდენთიფიცირება.
ვიქტორინის პირველი სამი კითხვის
სპონსორები
არიან:
სილამაზის სალონი "ელიზიუმი", - დაწესებული პრიზი -
სოლარიუმის 50 ლარიანი ვაუჩერი.
ქუთაისის ბოულინგ ცენტრი "არენა" - დაწესებული
პრიზი - ხუთკაციანი, ნახევარსაათიანი სასაჩუქრე ბარათი.
სტომატოლოგიური კლინიკა "ეკოდენტი" -
დაწესებული პრიზი - 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
ვიქტორინის პირველი კითხვა "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნდება 22 ივლისს,
12:00 საათზე, რომლის სპონსორი გახლავთ სილამაზის სალონი
"ელიზიუმი".
მასალის გამოყენების პირობები