24 ნოემბერი მოვლენებით არც თუ მდიდარი დღეა.
1639 წლის 24 ნოემბერს მკვლევარი ჯერემი ჰოროკსი პირველად დააკვირდა
პლანეტა ვენერას სვლას მზის დისკოზე
1642 წელს ჰოლანდიელმა აბელ ტასმანმა აღმოაჩინა კუნძული ავსტრალიის
ნაპირებთან. კუნძულს მისი სახელი ეწოდა.
1859 წელს ჩარლზ დარვინი აქვეყნებს წიგნს "სახეობათა წარმოშობა
ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა
სიცოცხლისათვის ბრძოლაში". წიგნის მთელი ტირაჟი ერთ დღეში
გაიყიდა.
1961 წელს გაეროს გენერალურმა ასაბლეამ გამოსცა დეკლარაცია ბირთვული
იარაღის აკრძალვის შესახებ.
1963 წელს სასიკვდილოდ დაჭრეს ლი ჰარვი ოსვალდი. ერთადერთი
ეჭვმიტანილი ჯონ კენედის მკვლელობაში.
1969 წელს აშშ და საბჭოთა კავშირი ხელს აწერენ შეთანხმებას ბირთული
იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.
ამ დღეს მოვლენები მწირია, სამაგიეროდ 24 ნოემბერს დაბადებულა
ბენედიქტ სპინოზა და ალექსანდრე სუვოროვი.
ასევე ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი და დეილ კარნეგი.
მასალის გამოყენების პირობები