13 ნოემბერი უსინათლოთა საერთაშორისო დღე. 1002 წლის 13 ნოემბერი
თარსი აღმოჩნდა დანიელებისთვის, მათი ჯარი ინგლისელებმა მთლიანად
გაანადგურა.
ინგლისელებს მეფე ეტელრედ შეშლილი მეთაურობდა.
1775 წელს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესში ჯარებმა ჯორჯ
ვაშინგტონის მეთაურობით დაიკავეს მონრეალი.
1805 წელს ავსტრიელმა ყასაბმა იოჰან ლანერმა სოსისი გამოიგონა.
1951 წელს მუშაობას იწყებს სატელეგრაფო სამსახური ლონდონსა და პარიზს
შორის.
1862 წელს ლუის კეროლმა გადაწყვოტა შეპირების ასრულება, რომელიც მან
პატარა ელის ლიდელს შეპირდა. იგი დღიურში, 13 ნოემბრის ჩანაწერში
აღნიშნავს: დავიწყე ელისის თავგადასავლის წერა, იმედია შობამდე
დავასრულებ.
1914 წელს მერი ფელპს ჯეკობსი აპატენტებს მის გამოგონებას ე.წ.
ბიუსჰალტერს ზურგის გარეშე.
1921 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "შეიხი“ რუდოლფ ვალენტინოს
მონაწილეობით, რითაც მსახიობს საბოლოოდ დაუმკვიდრდა ჰოლივუდის
სექს-სიმბოლოს სახელი.
1940 წელს კომპანია
Willis Motor Co-მა პირველად გამოსცადა ჯიპი.
1945 წელს შარლ დე გოლი საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად
აირჩიეს.
1956 წელს აშშ-ში ალაბამას შტატ მონტგომერიში საქალაქო ავტობუსების
გაფიცვა მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა
ანტიკონსტიტუციურად სეგრეგაციის შემთხვევები საზოგადოებრივ
ტრანსპორტში.
1979 წელს რონალდ რეიგანი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის
გადაწყევტილებას ასაჯაროებს.
2015 წელს ტერორისტული აქტების სერია საფრანგეთში.
მასალის გამოყენების პირობები