11 ნოემბერს ჩინეთში მარტოხელების დღეს აღნიშნავენ.
არ ვიცი როგორი ოჯახური მდგომარეობა ქონდა დანიელ მეცნიერს ტიხო
ბრაგეს, სამაგიეროდ, მან 1572 წელს აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავის
დაბადება კასიოპეას თანავარსკვლავედში.
1843 წელს დანიაში სხვა მოვლენაც მოხდა პირველად გამოქვეყნდა ჰანს
ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „სასაცილო იხვის ჭუკი“.
1936 წელს ტელევიზორში მსოფლიოში პირველად გადმოსცეს ამინდის
პროგნოზი.
1937 წელს იაპონია-ჩინეთის ომის დროს იაპონელებმა დაიპყრეს
შან-ხაი.
1974 წელს აღმოაჩინეს ელექტრონული ნაწილაკი - ჟ/ψ -მეზონი.
1975 წელს ანგოლამ პორტუგალიიდან დამოუკიდებლიბა გამოაცხადა.
1983 წელს კალიფორნიელი სტუდენტი კოენი წარმატებით ასრულებს საკურსო
სამუშაოს ქმნის პროგრამას, რომელსაც გააჩნდა თვითგამრავლების და
ქსელში გავრცელების უნარი.
2002 წელს აშშ-ში ლოს- ალამოსის ნაციონალურ ელექტრონულ არქივში იპოვეს
რუსი მეცნიერის გრიგორი პერელმანის სტატია, რომელიც პუანკარეს ცნობილ
ჰიპოთეზას ეხებოდა. ამ სტატიით დამტკიცდა პუანკარეს ჰიპოტეზა და
ამოიხსნა ათასწლეულის 7 ამოუხსნელი ამოცანიდან ერთ- ერთი
(მათემატიკური ინსტიტუტ კლეის ვერსიით).
მასალის გამოყენების პირობები