მე-12 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 24 მაისს მათემეტიკის
ტესტზე მუშაობით დაასრულებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 48 ათას-ზე
მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.
"პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდაში 97% -ზე მეტმა მოსწავლემ მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი 5,5 წარმატებით გადალახა. უცხოური ენების გამოცდა
წარმატებით მოსწავლეთა 85% - მა გაიარა, ხოლო მე-12 კლასის
მოსწავლეების 95% ისტორიაში გამოცდა წარმატებით ჩააბარა", -
განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე ზღვარს ვერ გადალახავს და
გამოცდებს ვერ ჩაააბრებს, ის ატესტატს ვერ მიიღებს. ასევე, ერთიან
ეროვნულ გამოცდებში მონაწილოების მიღებაც არ შეეძლება.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს
1500-ზე მეტ სკოლაში ერთდროულად მომდინარეობს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 3 ივლისს
იწყება.
მასალის გამოყენების პირობები