ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან სამედიცინო კაბინეტი მხოლოდ 10 სკოლაში
ფუნქციონირებს.
განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის
განმარტებით, დანარჩენ სკოლებში სამედიცინო კაბინეტები ეტაპობრივად
ამოქმედდება.
ამ დროისთვის ისინი მხოლოდ N12, N19, N24, N25, N29, N38, N7, N23,
N32 და N37-ე საჯარო სკოლებში ფუნქციონირებენ.
სამედიცინო კაბინეტებში სკოლის მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში,
პირველად სამედიცინო დახმარებას იღებენ.
ქუთაისის სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა საქართველოს
განათლების სამინისტროს მიერ, "ზოგადი განათლების ხელშეწყობის"
პროგრამის ფარგლებში იგეგმება.
უწყებაში განმარტავენ, რომ ექიმის კაბინეტის საჯარო სკოლებში მოწყობის
პროცესი ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები