აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ის, სამაგისტრო პროგრამაზე, საერთაშორისო და შედარებითი სამართალის
მიმართულებაზე ისწავლის.
საბამ ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის დამსახურებაზე დაფუძნებული
სტიპენდია მოიპოვა, რომელიც სწავლის ხარჯებს სრულად ფარავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის პირველი პრეზიდენტის სახელობის
სტიპენდია მსოფლიოს მასშტაბით აპლიკანტთა მცირე რაოდენობას
ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ საბამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+
პროგრამისა თუ ცალკეული ევროპული სახელმწიფოების ეროვნული სტიპენდიით
სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში ისწავლა.
კერძოდ, იგი 2022 წლიდან, სხვადასხვა სემესტრის განმავლობაში,
არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტში, ასევე სლოვაკეთში,
პან-ევროპულ უნივერსიტეტსა და ლატვიის უნივერსიტეტში სწავლობდა.
მასალის გამოყენების პირობები