გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკას
აქვეყნებს.
აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით სტატისტიკა ასე
გამოიყურება:
ისტორია 22 200-მდე აბიტურიენტმა აირჩია;
მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა
აირჩია.
2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდა, თუმცა
აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ
ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის
ენა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა
გაიარა რეგისტრაცია.
აღსანიშმავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში
ცვლილებების
შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე
შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები