ქუთაისელი მოსწავლეები მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX)
გამარჯვებულები გახდნენ.
თამარ ახვლედიანი (მე-16 საჯარო სკოლა) და ნუცა ღოღობერიძე (მე-3
საჯარო სკოლა) ამერიკაში გაემგზავრებიან და ერთი წლის მანძილზე უფასოდ
ისწავლიან.
FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას
აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ
ოჯახებში.
პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს, ადმინისტრირებას კი
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევს.
აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ
თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას
სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში
მონაწილეობის გზით.
მასალის გამოყენების პირობები