აბიტურიენტები დღეს მათემატიკის
გამოცდას აბარებენ.
გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.
დავალების შესასრულებლად აბიტურიენტებს 3 საათი აქვთ და მაქსიმალური
ქულა 51-ს შეადგენს.
მათემატიკის გამოცდის პირველი სესია
დილის 09:00 საათზე დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკის ჩაბარების სურვილი 13 800 – ზე
მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები
მათემატიკის შემდეგ ინგლისური ენის გამოცდით
გაგრძელდება.
აბიტურიენტებმა უკვე ჩააბარეს
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა.
მასალის გამოყენების პირობები