აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეიდან დაიწყება.
აბიტურიენტებს შეუძლიათ ცენტრს 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.
სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე -
www.naec.ge და
online.naec.ge მიიღება.
აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება დამოუკიდებელი კომისიის
მიერ.
გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ როგორც ერთი ან
რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. ერთი გამოცდის შედეგის
გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების
შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.
წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრი მოეწყო. გამოცდები ჯამში
83 600 პირმა ჩააბარა, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტი იყო.
მასალის გამოყენების პირობები