ახალი ამბები
ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
FaceBook
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

7 წლის გაბრიელი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობს. პირველ კლასშია და  სკოლაში დღეს მეორედ მივიდა. სანამ გაკვეთილები დაუმთავრდება, სკოლის კარებთან დედა ელოდება. დარინე კოჩიაშვილი ამბობს, რომ სკოლაში წასვლა და ბავშვებისა და მასწავლებლების ნახვა პატარა გაბრიელს ყველზე მეტად ეჩქარებოდა. ამიტომ, პანდემიას არ შეუშინდა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას დათანხმდა.

"შედარება არ შეიძლება ონლაინ და საკლასო ოთახებში სწავლების. ბავშვის განვითარებისთვის თანატოლებთან და მასწავლებელთან ურთიერთობა აუცილებელია. ძალიან უხაროდა რომ მოვდიოდით",
- ამბობს გაბრიელის დედა. 


გაკვეთილების დასრულებამდე უმცროსკლასელებს მშობლები ელოდებიან


გაბრიელის მსგავსად ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლა 26 785 მოსწავლემ განაახლა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით, ონლაინ სწავლება 1250-მა მშობელმა აირჩია. 

,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლებში თითქმის 100 %-იანი  დასწრებაა. ყველა სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. 9-ის ნახევრიდან დაიწყო თერმოსკრინინგი დილის ცვლის ბავშვებისთვის. ონლაინ სწავლებისთვის 1250 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა სურვილი. მონაცემები მომავალ ოთხშაბათს განახლდება, რადგან მშობლებს არჩევანის შეცვლა კვირაში ერთხელ, სწორედ ამ დღეს შეუძლიათ",- ამბობს რესურსეცნტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. 

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ქუთაისის სკოლების 4 ათასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა, საიდანაც 2 800-მდე მხოლოდ პედაგოგია. აქედან ვირუსი მხოლოდ 3 მასწავლებელს დაუდასტურდა. რადგან მათ კონტაქტი არავისთან ჰქონიათ, სხვებისთვის საფრთხესაც არ წარმოადგენენ. ინფიცირებული პედაგოგები დროებით სხვა მასწავლებლებმა შეცვალეს. სკოლების თანამშრომლების ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩატარდება. 

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.

სასწავლო პროცესის წარმართვისთვის  განათლების სამინისტრომ როგორც სკოლებისთვის, ისე მშობლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

სკოლაში წასვლამდე მშობლებმა უნდა აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა, ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია, უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში, ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა, დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.

რეკომენდაციები სკოლებისთვის:

თავის მხრივს, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხო მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. რაც გულისხმობს სანიტარულ-ჰიგიენური ნომერბის დაცვას, სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზებას, თერმოსკრინინგის უზრუნველყოფას, სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას და ა.შ.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.


უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, თუმცა ეს არ ეხება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. ისინი ამ რეგულაციისაგან თავისუფლდებიან. 

მოსწავლეებისთვის პირბადე სკოლაში არ დარიგდება და ის მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.

სასწავლო პროცესის განახლება პირველ მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თარიღი შეიცვალა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში, 15 თებერვლიდან შეუძლიათ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.