ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლები ახალი სასწავლო წლისათვის 2 791 პირველკლასელს მიიღებს
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლები წელს 2 791 პირველკლასელს მიიღებს.

ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ტრადიციულად ყველა პირველკლასელი წიგნები და კომპიუტერები გადაეცემა.

"მიღებული გვაქვს პირველკლასელთა კომპიუტერები, წიგნებიც და ყველა მიიღებს განახლებულ სახელმძღვანელოებს."

კორონავიურსის პრევენციის მიზნით, მოსწავლეთა კლასში განთავსება ერთ მეტრიანი დისტანციით უნდა მოხდეს. რესურსცენტრში აცხადებენ, რომ დისტანციის დაცვა ზოგ სკოლაში ოთახებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების ხარჯზე მოხდება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზრდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დანარჩენი სკოლებისათვის ყველა საჭირო ინვენტარი შეძენილია.

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. 

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.