55 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ, რეიდა ბუაძემ სკოლიდან წასვლა გადაწყვიტა.
78 წლის ასაკში ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია,
თუმცა, დროსთან ერთად იცვლება სწავლების მეთოდები,
შეხედულებები, ამიტომ, ჯობია გზა ახალ თაობას
დაუთმოს.
წელს, ბოლო მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო ჰქონდა. უკვე
იცის, რომ მომავალი წლიდან ახალ ჯგუფს აღარ აიყვანს.
ამბობს, რომ მის ენერგიას, მონდომებას და სიყვარულს ოჯახს და
შვილიშვილებს მოახმარს.
რეიდა ბუაძე საპენსიო ასაკის პედაგოგებს შორის ერთ-ერთია, რომელიც
განათლების სამინისტროს შეთავაზებას დასთანხმდა და ფულადი ჯილდოს
სანაცვლოდ სკოლიდან წასვლა გადაწყვიტა.
პირველ საჯარო სკოლაში სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაზე უარი
ხუთმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე თქვა.
სკოლებში ახალგაზრდა კადრების შეყვანის მიზნით, განათლების სამინისტრომ პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ ორი წლის ხელფასი ჯილდოს სახით შესთავაზა. ამასთანავე, სქემის მიხედვით მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ დაზღვევა.
მათ კი ვინც საპენსიო ასაკის მიუხედავად პედაგოგიურ საქმიანობაზე უარს არ იტყვის, სკოლაში მუშაობის გაგრძელება დროებითი ხელშეკრულებით შეეძლება, თუმცა, იმავე ხელფასით რაც აქვს და სკოლის საჭიროების გათვალისწინებით, რასაც სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე ასეულობით პედაგოგმა მოითხოვა ორწლიანი
კომპენსაცია სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ.
ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში
კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარებაზე უარი 100-მდე
პედაგოგმა უკვე თქვა.
პედაგოგებს, ფულადი ჯილდოს სანაცლოდ სკოლიდან წავლის
შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, დრო 2019 წლის ბოლომდე
აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები