2018 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს საკუთარი ე.წ. ტუშიანი
კალმის მიტანის უფლება მიეცემათ.
აღნიშნული ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების
დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანების ერთ-ერთი ნაწილია.
"აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე შეიტანოს შეფასებისსა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების
შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია
ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად”,
- ნათქვამია დოკუმენტში.
ცვლილების თანახმად, აკრძალულია პასუხების ფურცლის შესავსებად
ამ განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე,
პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი,
მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების
(ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის
ტესტურ დავალებასთან.“პასუხების ფურცელი, რომელიც შეიცავს
მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც
დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება”,–წერია
ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები