ტყიბულის რაიონის, სოფელ გელათში მცხოვრები 49 წლის ნაილი
ნემსიწვერიძე, 12 აპრილს, იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიას ერთ-ერთ
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ნაილი ნემსიწვერიძე ლეიკემიის მძიმე
დიაგნოზით რამდენიმე დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
მეზობლები ჩვენთნ საუბარში განმარტავენ, რომ ის სამშობლოში დაბრუნებას
უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა. ფინანსების არ არსებობის გამო, ოჯახი
ამდრომდე ვერ ახერხებს ცხედრის გადმოსვნებას. ისინი დახმარებას
საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.
"ახლა მივდივარ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც შესაბამისი
დოკუმენტაცია მიმაქვს, იქნებ დამეხმარონ ჩემი მეუღლის საქართველოში
გადმოსვენებაში", - ამბობს ჩვენთნ საუბარისას გარდაცვლილის მეუღლე
ემზარ წულუკიძე.
ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში ერთი წლის წინ სამუშაოდ წავიდა.
ლეიკემიის დიაგნოზი საზღვარგარეთ ყოფნისას, ჩასვლიდან რამდენიმე
თვეში, დაუდგინდა. გელათში ამჟამად მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლე
ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
გაუწევს თუ არა ოჯახს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ოჯახს დახმარებას ქუთაისიპოსტი ამის
შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები