ახალი ამბები
ოჯახის წევრებს არ აქვთ მუშაობის უფლება? - იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები TI კვლევაზე
FaceBook

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში მოხსენიებული იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ნეპოტიზმის გამოვლენის ფაქტებს არ იზიარებენ.


ორგანიზაციამ თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები შეისწავლა და მასზე დაყრდნობით მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კვლევა გამოაქვეყნა. მასში იმერეთის რეგიონიდან საჩხერის, ხარაგაულის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მოხვდნენ.

ხარაგაულის გამგებლის პირველი მოადგილე, პაატა გოგოლაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მისი თანამდებობის გამო, ოჯახის წევრები არ უნდა დაიჩაგრონ.

"ჯერ ერთი, ჩემს მეუღლეს ვერ დავსჯიდი იმის გამო, რომ მე თანამდებობის პირი ვარ და მეორე, მას მე არ დავაწყებინე მუშაობა. ის კვალიფიციური კადრია და ვფიქრობ, ასეთი კადრები არ უნდა დაიკარგოს. აქ მე ვერ ვხდავ ნეპოტიზმის რაიმე ნიშნებს", - ამბობს ხარაგაულის გამგებლის პირველი მოადგილე.

კვლევის მიხედვით, მისი მეუღლე ირმა დეკანოსიძე, 2015 წელს ააიპ ხარაგაულის შიდა ტურიზმისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის სპეციალისტი და ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდი იყო. მიმდინარე წლის დეკლარაცაში კი მის სამსახურად მხოლოდ ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდის პოზიციაა აღნიშნული.

"2015 წლიდან მუშობდა ჩემი მეუღლე გუბერნიაში მე როცა მივედი და მაშინაც, არ ირღვეოდა კანონი. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარი განცხადების საფუძველზე მან მაინც დატოვა თანამდებობა. შემდეგ იყო თავისუფალი ადგილი ბაგა–ბაღების გაერთიანებაში და იქ დასაქმდა ბაღების ააიპში. ეს კი არ არის გუბერნიის დაქვემდებარებაში არსებული უწყება", - ამბობს იმერეთის ვიცე -გუბერნატორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვენლი, გიორგი ჭიღვარია.

მისი მეუღლე, თამთა ფოფხაძე ამ დროისთვის ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზეა წარმოდგენილი. თუმცა, ორი წლის წინ ის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რიგით სპეციალისტად მუშაობდა.

"ჩემი მეუღლე არის კონკურისის წესით დანიშნული და რა მე რა შუაში ვარ ან ნეპოტზმი? როგორ შეიძლება ასე შეფასება. რა ვქნათ თანამდებობის პირების ოჯახის წევრები არ უნდა დასაქმდენენ და მუშაობდნენ საჯარო უწყებებში თუ რა შეფასებაა ეს", - აცხადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვახტანგ გვენეტაძე, რომელიც, ასევე, მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევის თანახმად, მისი მეუღლე ქეთევან ჯანელიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობს.

"რა შაუაშია აქ ნეპოტიზმი, მე დავაწყებინე მუშაობა? მაინეტერესებს, არ აქვს ჩემს მეუღლეს მუშაობის უფლება იმის გამო, რომ მე ვარ საჯარო სამსახურში", - ასეთია "გამჭვირვალობის" კვლევაში მოხსენიებული საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ალექსანდრე მოსიაშვილის პოზიცია.

მისი მეუღლე, ასმათ აბრამიშვილი ააიპ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის უფროსი სპეციალისტია.

ბაღდათის გამგებლის მოადგილე გელა, მშვილდაძე კი არასამთავრობო ორგანიზაციას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა," - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.