სახელმწიფო აუდიტი ქუთაისის მერიის 2014-2015 წლების ფინანსური
საქმიანობის მიზნობრიობის ანგარიშს ამზადებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში გასული წლების განხორციელებული
ფინანსური საკითების ეფექტურობის შესწავლა მიმდინარე
წლის ივლისში დაიწყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტების წინა წლების
ფინანსური საკითხების შემოწმებას "სახელმიწფო აუდიტის შესახებ"
კანონის მიხედვით ახორცილებს.
აუდიტის მიზანია, დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ,
ფინანსური ანგარიშგება, მთლიანობაში შეიცავს თუ არა თაღლითობით ან
შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აუდიტის ჯგუფის მიერ მოპოვებული აუდიტორული
მტკიცებულებების შეფასება, კომუნიკაცია აუდიტის ობიექტთან და აუდიტის
ანგარიშის მომზადება. "სახელმწიფო აუდიტის შესახებ" საქართველოს
კანონის, რეგლამენტისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების
მოთხოვნების შესაბამისად, აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე გასავლელია
რიგი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგაც მოხდება ანგარიშის
დამტკიცება და გამოქვეყნება", - განმარტავენ სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მოქმედი კანონმდებლობის მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა,
ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობის
წარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესის
მარეგულირებელი საკონონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების
დაცულობა, შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუსტეები და
ნაკლოვანებები, რეკომენდაციები, - ეს ის საკითხებია, რომელიც აუდიტის
ანგარიშში აისახება.
მასალის გამოყენების პირობები