პედაგოგებს ხელფასი 80–90 ლარის ფარგელბში მოემატათ.
ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა
გაერთიანების პედაგოგებს ხელფასები გაეზარდათ.
ორგანიზაციაში სულ 404 პედაგოგი მუშაობს. მათი საშუალო ხელფასი
500-ლარამდე იყო.
მიმდინარე წლის 1 მაისიდან თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურებამ
80-90 ლარის ფარგლებში მოიმატა.
ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა
გაერთიანება ქუთაისის მერიიდან ფინანსდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ხელფასების მატება
ააიპ ორგანიზაციის ადმინისტრაციის 13 თანამშრომელს არ შეხებია და
მხოლოდ პედაგოგების შრომის ანაზღაურება გაიზარდა.
საერთო ჯამში, გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლების
ხელფასისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 13 200 ლარია განსაზღვრული.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში სულ 15 ააიპ ორგანიზაციაა.
მასალის გამოყენების პირობები