ქუთაისში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე,
ერთი თვის განმავლობაში, ამომრჩეველთა რაოდენობა
230-ით გაიზარდა, ბოლო ერთ წელიწადში კი 3
720-ით.
ერთ თვეში გაზრდილი რაოდენობის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტურზე, ქუთაისში, საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას 156 281
ამომრჩეველი შეძლებს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ქალაქში 156 051 ამომრჩეველი
იყო რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებზე კი 152 561.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ტურზე
ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
"რაოდენობა გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 18 წელს მიღწეული
პირებისა და ასევე, იმ ამომრჩევლების ხარჯე, რომლებიც
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ," -
აცხადებენ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა მხოლოდ ქუთაისში არ მომხდარა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით
გაიზარდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა
3 518 877-ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის კი, მათი რაოდენობა უკვე 3
528 658 გახდა.
ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ხმა 65 000-მა
ადამიანმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.
მასალის გამოყენების პირობები