TI - ფინანსთა სამინისტრომ ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა
FaceBook
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეისწავლა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების მდგომარეობა, რითიც ირკვევა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

"მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ ინფორმაციის დაფარვისას ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირებას მიმართა.

მიმდინარე წლის 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშზე 80 მილიონ ლარზე მეტია განთავსებული (ხაზინის მიერ ზეპირად მოწოდებული ინფორმაციით – 82 მილიონი ლარი), რაც გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ამ ანგარიშზე ნაშთი უკვე წლების მანძილზე საშუალოდ 5 მილიონი ლარია.

KutaisiPost

ფინანსთა სამინისტრომ ეს 82 მილიონი ლარი, ხაზინის დაბრუნების ქვეანგარიშზე განათავსა და არ ასახა არც ბიუჯეტის დეფიციტის კალკულაციაში და არც ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ეს თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე რომ ასახულიყო, საქართველოს მთავრობას მოუხდებოდა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ დაიხარჯა ეს 82 მილიონი ლარი იმ 70.19 მილიონ ლართან ერთად, რაც ხაზინის დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს დარჩა აუთვისებელი, ანუ რატომ ვერ იქნა ათვისებული ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტი.

KutaisiPost

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების პრობლემის წინაშე 2013 წლის ბოლოსაც იდგა, რისთვისაც მაშინაც გახდა მწვავე კრიტიკის საგანი. ჩვენი შეფასებით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ 2014 წელს დაუხარჯავი თანხების შემცირება ოფიციალურ სტატისტიკაში და ამისთვის ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემის მიზანმიმართულ გაზრდაზეც კი წავიდა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" გადათვლით, 2014 წლის რეალური დეფიციტი გამოცხადებული 3.2%-ის ნაცვლად 2.95% იყო. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი ერთ-ერთი იმ ინდიკატორთაგანია, რაზე დაყრდნობითაც ხდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შეფასება როგორც პოტენციური ინვესტორების, ასევე საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებისა და მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ამიტომ დეფიციტის მაჩვენებლით მანიპულაცია ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის ყოვლად დაუშვებელია. ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს ამკვიდრებს და შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სანდოობაზე დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალში", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.