საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით,
10.5%-მდე გაზარდა.
რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს,
რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას.
ინფლაციის მართვის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული
ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ
გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთის შემცირება - პირიქით. სებ-ის მიერ განაკვეთის
ცვლილება უშუალოდ აისახება ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ
სესხებზე.
სებ-ის ინფორმაციით ნოემბერში წლიური ინფლაცია
12,5%, ხოლო თვიური ინფლაცია 0,6% იყო. თუ მიმდინარე წლის აგვისტოს და
ოქტომბრის თვეებს არ ჩავთვლით, წლიური ინფლაციის ამაზე მაღალი
მაჩვენებელი ბოლოს 2011 წელს დაფიქსირდა.
,,პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო
ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. საქართველოსთვისაც გაზრდილი
ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად
რჩება'',- წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ
ინფლაცია 2022 წლის გაზაფხულიდან შემცირდება.
ამჟამად ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ს შეადგენს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები