2021 წლისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის 2 მილიონ 175 ათასი ლარის გადაცემა იგეგმება
FaceBook
2021 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსიით, იმერეთის მუნიციპალიტეტები ტრანსფერის სახით 2 მილიონ 175 ათას  ლარს მიიღებენ.

ყველაზე მეტი თანხა ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვისაა განკუთვნილი და 250 ათას  ლარს შეადგენს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის 240 ათასი ლარია განკუთვნილი, ჭიათურისთვის - 230 ათასი, სამტრედიისა და საჩხერისათვის 190 ათასი ლარის გადაცემა იგეგმება, წყალტუბო 170 ათას ლარს მიიღებს. იგივე ოდენობის თანხაა გაკუთვნილი ტყიბულისთვისაც.

თერჯოლისთვის 160 ათასი ლარია განკუთვნილი. იგივე თანხა უნდა მიიღოს ხონის მუნიციპალიტეტმაც, ვანის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის სახით გადასაცემად გათვალისწინებულია 145 ათასი ლარი, ხარაგაულისთვის - 140 ათასი, ყველაზე ცოტა თანხას ბაღდათის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტისთვის აქ  130 ათასი ლარის გადაცემა იგეგმება. 


ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა დღეს, 7 ოქტომბერს, იწყება.

ბიუჯეტის პროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დღეს, 7 ოქტომბერს, განიხილავენ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ფინანსურ დოკუმენტს მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნებენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.