მოსახლეობის იდეები ქუთაისის განვითარებისთვის თუ მერიის "გულუბრყვილო პიარი"
FaceBook
"შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის ზაფხულში განახორციელა.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ კამპანიის შედეგად მოსახლეობიდან მიწოდებული იდეები ქალაქის მომავალ სტატეგიულ გეგმაში ასახული იქნება, ოპოზიცია კი მერიის ინიციატივას მორიგ პიარ აქციად აფასებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. თუმცა, როგორც გაირკვა, მსგავსი სტრატეგია წინა წლებშიც არაერთხელ შემუშავებულა. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, რომელიც მერიის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორია, ირწმუნება, რომ ამჯერად სტრატეგიაზე მუშაობა განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობს, ისევე, როგორც თავად სტრატეგიული გეგმა მისი წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
"გეგმა იქნება მუდმივად განახლებადი, სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად მოხდება მოსახლეობის მხრიდან იდეები მოწოდებული," - ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი.
საინფორმაციო კაპმანია "შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" გასულ თვეში დაიწყო. მოსახლეობიდან იდეების მიღებას მერიის მიერ შერჩეული აქტივისტები, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულად ახდენდნენ.
მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობიდან შემოსული წერილების რაოდენობა რამდენიმე ასეულია, რომელთა სელექციის შედეგად 70 ერთმანეთის მსგავსი იდეა ჩამოყალიბდა.
"ასობით წერილი შემოვიდა. ბევრი ერთმანეთს დაემთხვა და დაახლოებით, 70 ერთმანეთის მსგავსი იდეა ჩამოყალიბდა, რომელიც ჩვენს მიერ ქუთაისში არსებულ უნივერსიტეტებს მიეწოდა," - განმარტავს პაატა კლდიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, შერჩეული იდეები ქუთაისში მოქმედ ორ უნივერსიტეტს გადაეცა. უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, თავინთი კომპეტენციის ფარგლებში, დაამუშავებენ და დამუშვებულ იდეებს მერიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგენენ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.
მოსახლეობიდან შემოსული იდეების ნაწილი აკ. წერეთლის უნივერსიტეტს გადაეგზავნა. უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე, რომელიც ამავე დროს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრიცაა, ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მერიიდან მოსახლეობის იდეებზე ამ დრომდე არაფერი იცის. ღავთაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართულა.
ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში მოსახლეობის მიზერულ როლზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია აცხადებს, რომ ქალაქისთვის მთავარი სტრატეგიული დიკუმენტის შედგენა ქვეყნის ეკონომიკისგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. მისივე განმარტებით, ამ დოკუმენტზე მუშაობისას მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობაც გასათვალისწინებელია.
"ეს ყველაფერი არის ფარსი და ამას არ ჭირდება მოსახლეობის გამოკითხვა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესები და ის, რა ჭირდება მოსახლეობას უნდა იცოდნენ და სტრატეგიაზე მუშაობა მეცნიერულად უნდა ხდებოდეს. ამ ქალაქის განვითარებას ავანგარდში ან ავტორქახანაში რომელიმე უბრალო მოსახლის გამოკითხვა და მისი იდეების განხილვა ბევრს არაფერს მოუტანს. ამას ჭირდება მეცნიერული გადაწყვეტა, მთლიანად საქათველოს ეკონომიკის შესწავლა, სად უნდა ჩაჯდეს ქუთაისის განვითარება მთელი ქვეყნის ეკონომიკაში. გარდა ამისა, უნდა მეზობელ სახელმწიფოებთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობის განსაზღვრა, რა როლი უნდა ქონდეს ჩვენს ქვეყანას მათთვის და მათ ჩვენი ქვეყნისთვის და ამგვარად ძირფესვიანად უნდა მოხდეს სტრატეგიული გეგმის განსაზღვრა და არა ასე გულუბრყვილოდ. ამის გარეშე გამოდის პიარი და მეტი არაფერი," – ამბობს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია.

დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.