წლის ბოლოს მოსალოდნელია ორნიშნა ინფლაცია
FaceBook
ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ფასები 5,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლარის დევალვაციისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ფონზე, ფასთა მატება მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწიოს. ამით კი ბოლო 4 წლის რეკორდი მოიხსნება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,0 პროცენტი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 5,4%-ს გაუტოლდა. "საქსტატის" ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,58 პროცენტული პუნქტით აისახა. ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები წინა თვესთან შედარებით გაძვირდა 4,4%-ით. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (48,3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (14,9%), პური და პურპროდუქტები (3,6%) და ზეთი და ცხიმი (12,0%).
მოიმატა ჯანდაცვის ხარჯმაც, კერძოდ 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 9,1%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,88 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასების 13,1%-იანი ზრდა აღინიშნა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მას შემდეგ, რაც წლიური ინფლაცია ივლისში ოფიციალურ მიზნობრივ მაჩვენებელს - 5%-ს მიუახლოვდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 საბაზისო პუნქტით 6%-მდე გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ის შემდგომშიც გაამკაცრებს თავის მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსების განაკვეთი წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 6.5%-ის ფარგლებში იქნება.
სტატიის სრული ევრსია
bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური
განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
15:00 / 09.10.2024
იმერეთის რეგიონმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და ასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.