საქართველოს ეროვნული ბანკმა რაგბის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5
ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები გამოუშვა.
მონეტების რეალიზაცია 29 აგვისტოდან დაიწყება.
იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა
კოლექციონერმა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პირველი 5 დღის
განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება იყიდოს
არაუმეტეს ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მონეტა.
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია, ხოლო ოქროს მონეტის -
1500 ლარი. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება 2019 წლის 29 აგვისტოს
10:00 საათიდან:
ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით,ასევე,
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა დ საქართველოს ეროვნული ბანკის
ფულის მუზეუმში.
მასალის გამოყენების პირობები