იმერეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებიდან მმართველი გუნდის მიერ
მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე
ზურაბიშვილმა პროცენტულად ყველაზე ცოტა ხმა ქუთაისში მიიღო.
ქუთაისში არჩევნებზე მისული 78014 ამომრჩევლიდან ზურაბიშვილს ხმა 56
601-მა ამომრჩეველმა მისცა (51.28 %), ხოლო "გაერთიანებული
ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 49.4 % მიიღო (36 676
ხმა). თავის მხრივ, აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლით, იმერეთის
ოლქებიდან ვაშაძეს ქუთაისში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა
მხარი.
იმერეთის 12 საარჩევნო ოლქიდან, პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა სალომე
ზურაბიშვილმა საჩხერეში მიიღო - 91.78% (24810 ხმა). ხოლო
ვაშაძემ ყველაზე ნაკლები - 8.22% (2221 ხმა).
წინასწარი შედეგებით, რეგიონის 12-ვე ოლქში პრეზიდენტის არჩევნების
მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. შედეგების სანახავად გადადით
ბმულზე
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ არსებული 3705 საარჩევნო უბნიდან
99.78%-ის მონაცემები უკვე გამოაქვეყნა.
წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში მმართველილ გუნდის მიერ
მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა
1146248 ხმა მიიღო, რაც 59.55 %-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის
კანდიდატმა, გრიგლ ვაშაძემ 778464 ხმა (40.45 %)
მასალის გამოყენების პირობები