17 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ პირველი ტურის ჯამურ მონაცემებს გადააჭარბა
FaceBook
17 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 12 335-ით მაღალია პირველი ტურის ამავე პერიოდთან შეადრებით.

ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 64 984-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 41.58%-ია.

აღნიშნული მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ უკვე გადააჭარბა  პირველი ტურში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა საერთო აქტივობას. პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურიში ქუთაისში მონაწილეობა 65 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.

"ეს არის ყველაზე მაღალი აქტივობა, რაც კი ქუთაისში დაფიქსირებულა ბოლო პერიოდის განმავლობაში"- განმარტავს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 14 საჩივარია შესული.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია, N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით მეტია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.